ცეკვა ბაღდადური



ბაღდადური ქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის ”ბუქნის”, ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა ”ძველი თბილისის სურათები” (ქორეოგრაფი ი. ბაგარატიონი). ბაღდადაურის ელემენტები, კომპოზიტორმა ვ.დოლიძემაც გამოიყენა თავის ოპერაში ”ქეთო და კოტე”. მუსიკალური ზომაა 6/8.


No comments:

Post a Comment