26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გალა-კონცერტს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი გახსნის.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ამ დღისადმი სპეციალურად შექმნილი ეროვნულ-ნაციონალური პროგრამა, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წამომადგენელთა ცეკვა გაერთიანდება.
კონცერტს მუსიკალურ თანხლებას გაუწევს ე.მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
გალა-კონცერი მარჯანიშვილის განახლებულ მოედანზე 21 საათზე გაიმართება.
No comments:
Post a Comment